ახალი ამბები

ჯაში ირწმუნება, რომ არ იცნობს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას “მოსახლეობის დაბომბვაზე”

12 სექტემბერი, 2018 • 1539
ჯაში ირწმუნება, რომ არ იცნობს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას “მოსახლეობის დაბომბვაზე”

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ირწმუნება, რომ არ იცნობს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ “საქართველომ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა”. ამასთან დაკშირებითავ მან მედიას დღეს, 12 აგვისტოს განუცხადა.

“ჩვენი პოზიცია ცალსახაა: აგრესორი არის რუსეთი. ის იყო აგრესიის საწყისი არამხოლოდ 2008-ში, არამედ 90-იან წლებშიც, როდესაც პირველი მასშტაბური ომი მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე”, – თქვა დეპუტატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ სცდება ამ ნაწილში პარტიისა და მის მიერ მხარდაჭერილი ზურაბიშვილის პოზიციები ერთმანეთს, ჯაშმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია არაერთხელ განმარტა. მისი თქმით, მხარს არასდროს დაუჭერს ადამიანს, რომელიც რუსეთის აგრესორობას გამორიცხავს.

“მე ვერ დავუჭერ მხარს ვერცერთ პიროვნებას, არათუ პოლიტიკოსს, რომელიც თვლის, რომ რუსეთი არ გახლდათ აგრესორი 2008 წელს. გუშინდელი განცხადება ჩემთვის არ გახლავთ ცნობილი, აუცილებლად მოვისმენ. ყველამ მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს განმარტება. მე ვფიქრობ, მან მაქსიმალურად განმარტა მისი თავდაპირველი პოზიციები, რის შემდეგაც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – თქვა მარიამ ჯაშმა.

“ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა” – ზურაბიშვილი 2008 წელსა და ცხინვალზე

მასალების გადაბეჭდვის წესი