ახალი ამბებირეკლამა

ბიზნესდაჯილდოება 2018 იწყება

11 სექტემბერი, 2018 • 1422
ბიზნესდაჯილდოება 2018 იწყება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2018 წელს ახალი ნომინაციებითა და პრიზებით ბრუნდება.

უკვე ცნობილ 4 კატეგორიასთან ერთად, წელს კიდევ 2 ახალ ნომინაციაშია შესაძლებელი მონაწილეობის მიღება: „წლის ქალი მეწარმე“ და „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“.

2018 წლის ნომინაციებია:

[checklist]

  • წლის ბიზნესი
  • წლის ქართული პროდუქტი
  • წლის ტურისტული ბიზნესი
  • წლის ქალი მეწარმე
  • წლის სტარტაპი
  • ბიზნესი დადებითი გავლენისთვის

[/checklist]

თიბისი ბანკმა დღეს პროექტი პარტნიორებთან ერთად წარადგინა. ბიზნსესდაჯილდოება 2018-ის პარტნიორები არიან „აწარმოე საქართველოში“, EBRD, Impact Hub, EFSE. თითოეული მათგანი ერთ ნომინაციას წარმოადგენს.

ნომინაცია „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ წარმოაჩენს ისეთ ბიზნესებს, რომლებიც დადებით  გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, წვლილი შეაქვთ ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა. ხოლო ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ისეთმა კომპანიამ, რომლის წილის მფლობელია ქალი.

ერთ კომპანიას შეუძლია სასურველი 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში დარეგისტრირდეს. წელს გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული, სამი კატეგორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებულებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ ჯილდო:

[blue_box]1. ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი:[/blue_box]

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სტრატეგია დაიგეგმება და ახალი ვებ-გვერდი მომზადდება.

[blue_box]2. ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია: [/blue_box]

იმისათვის, რომ ბიზნესის ღირებულებები სწორად განისაზღვროს, აუცილებელია ბრენდ-პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას, ასევე მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში გამარჯვებული ბიზნესისათვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

[blue_box]3. პროგრამული გადაწყვეტა (პროგრამული უზრუნველყოფა): [/blue_box]

ბიზნესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროცესების გამარტივება და მათი ავტომატიზება, რაც ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება  და მისთის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი შეირჩევა.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება ემსახურება საქართველოში ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების მხარდაჭერას. დაჯილდოება უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართელოში.

2 წლის მანძილზე თიბისის ბიზნესდაჯილდოების პლატფორმამ 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

რეგისტრაცია  17 სექტემბერს დაიწყება! ნოემბერში დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა.

სიახლეების გასაცნობად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად  ეწვიეთ ვებ – გვერდს : www.businessaward.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი