ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველო “ბერნინის სკოლას და რომაულ ბაროკოს“ მასპინძლობს

11 სექტემბერი, 2018 • 2043
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველო “ბერნინის სკოლას და რომაულ ბაროკოს“ მასპინძლობს

11 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება გამოფენა “ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო. შედევრები პალაცო კიჯი ინ არიჩადან”. საქართველოს დედაქალაქი ამჯერად 60-მდე შედევრს მასპინძლობს, რომლებიც რომის მახლობლად მდებარე პალაცო კიჯი ინ არიჩაში ინახება. ეს სასახლე თავის დროზე რომის პაპების საცხოვრებელი გახლდათ, რომელიც ჯოვან ლორენცო ბერნინიმ უმშვენიერეს ნაგებობად აქცია, დღეს კი აქ მუზეუმი და მეჩვიდმეტე საუკუნის ხელოვნების შემსწავლელი ცენტრია განლაგებული.

ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აღნიშნულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია: პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები და  მოსამზადებელი ესკიზები დიდი ფრესკებისთვის.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, უკვე ჩატარდა ბოტიჩელის, კარავაჯოს, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის დიდოსტატებისა და თანამედროვე იტალიელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენები.

ეს გამოფენა იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და პალაცო კიჯი ინ არიჩასა და Glocal Project Consulting-თან ერთად ხორციელდება. ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia. მნიშვნელოვანია სპონსორების წვლილიც, რომელთა შორისაა: ვითიბი ბანკი, DBA, Salini Impregilo, Leonardo, Gulf, Anas.

მასალების გადაბეჭდვის წესი