ახალი ამბები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი საფეხბურთო გუნდ “გურიას” აუქციონზე ყიდის

11 სექტემბერი, 2018 • 1580
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი საფეხბურთო გუნდ “გურიას” აუქციონზე ყიდის

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აუქციონზე ყიდის ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას”.

აუქციონი 7 სექტემბერს დაიწყო და 14-მდე გაგრძელდება. ვაჭრობის ბიჯი 100 ლარია, საგარანტიო თანხა — 2 000 ლარი. ბიჯების რაოდენობა ამ დროისათვის [11 სექტემბერი, 11:00] ნულია, რაც ნიშნავს, რომ კლუბის ყიდვის სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს.

ყიდვის შემდეგ, მუნიციპალიტეტი მყიდველს ავალდებულებს, სულ ცოტა, 40 000 ლარის ინვესტიცია ჩადოს კლუბში;

აუქციონის საიტის მიხედვით, მმართველი კომპანია, ვინც კლუბს შეისყიდის, ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს:

  • საფეხბურთო კლუბის ინფრასტრუქტურით (სათამაშო მოედნით, საწვრთნელი ბაზებით – სავარჯიშო მოედნებით, დამატებითი სპორტული ეკიპირებითა და  ინვენტარით და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურით – სასტუმროთი, კვების ბლოკით და ა.შ.) სარგებლობის უზრუნველყოფა;
  • საფეხბურთო სეზონის განმავლობაში, საფეხბურთო კლუბის სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, წვრთნის და ვარჯიშის პროგრამის დაგეგმვა;
  • საფეხბურთო სეზონის განმავლობაში,წვრთნის და ვარჯიშის პროგრამის ფარგლებში, საფეხბურთო კლუბის სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, მედპერსონალისა და მასაჟისტების და სხვა დამხმარე პერსონალის საქართველოში და  მის ფარგლებს გარეთ (არანაკლებ წელიწადში ერთხელ)  სამწვრთნელო/სავარჯიშო შეკრება;
  • დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით – საფეხბურთო კლუბის სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, მედ პერსონალის, მასაჟისტებისა და სხვა დამხმარე პერსონალისათვის, სახელფასო დანამატ(ებ)ის,  პრემიალური სისტემის  (ჰონორარ(ებ)ის) შემოღების, დამტკიცებისა და მათი ოდენობის გასაზღვრის შემთხვევაში, მისი ანაზღაურების ვალდებულება.
  • ექსკლუზიური მართვისა და მენეჯმენტის განხორციელბის მიზნით, მისი მხრიდან დამატებით აყვანილი სხვა დამხმარე პერსონალის სახელფასო, ასევე მათთვის პრემიალური სისტემის (ჰონორარების) შემოღების, დამტკიცებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შემთხვევაში, მისი ანაზღაურების ვალდებულება;
  • საფეხბურთო კლუბში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კვირის ვადაში, არანაკლებ 40 000.00 ლარის ოდენობით, ინვესტიციების განხორციელება და საფეხბურთო კლუბის სპონსორობა.

“გურია” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ლიგაში თამაშობს;

მასალების გადაბეჭდვის წესი