ახალი ამბები

საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებს გადაღების უფლებას არ აძლევენ

22 მარტი, 2014 • • 1184
საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებს გადაღების უფლებას არ აძლევენ

როგორც დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა კონსტანტინ სტალინსკიმ “ნეტგაზეთს” განუცხადა, გადაღების უფლების შეზღუდვის მიზეზეად ობიექტის სტრატეგიული მნიშვნელობა დაასახელეს. 

 

ადგილზე იმყოფება დაცვის პოლიცია და ასევე RMG Gold–ის უსაფრთხოების სამსახურის 3 წარმომადგენილი, სწორედ მათ აუკრძალეს ქედზე მყოფ რამდენიმე ადამიანს ტერიტორიის გადაღება. 

 

სტალინსკის განცხადებით, ისინი საყდრისის საბადოსგან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით იმყოფებიან და ეს ტერიტორია არ შედის RMG Gold–ის მფლობელოაბში. 

 

მისისვე თქმით, RMG Gold–ის წარმომადგენლებს არ წარმოუდგენიათ რუკა, რომელზეც ასახული იქნება კომანიის მფლობელობაში შემავალი ტერიტორია და ადგილზე არც რამე ნიშნულები არ არის დატანილი. 

 

გზის პირას კი თბილისიდან ჩასული მოქალაქეები და კაზრეთის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი