მაკრახიძე: იმდენი საშუალება არ მაქვს, რომ ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია დავაფინანსო

“მე მის [სალომე ზურაბიშვილის] საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – განუცხადა გორსი მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ რადიო მოზაიკის კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა “ქართულმა ოცნებამ” 10 სექტემბერს გამოუცხადა.

“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა მანამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატისადმი მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს ფინანსური რესურსის მიმართვაში ამ კანდიდატის საარჩევნო ფონდში.

“სალომე ზურაბიშვილს თუ “ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ“, – განუცხადა მაკრახიძემ რადიო მოზიკას.

იოსებ მაკრახიძე შპს “იბოლიას” მეწილეა. ის  “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი გორში  “ქართული ოცნების”  მაჟორიტარი გახდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი