ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან შიმშილობა დაიწყო.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის და  პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის,  მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია განახლდა. 

“9 თვის შემდეგ მიწევს ისევ ქუჩაში გამოსვლა იმის ნაცვლად, რომ დავტიროდეთ ჩვენს შვილებს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც გააყალბა ეს საქმე, უნდა იყოს თანამდებობაზე, ჩემი შვილის მკვლელები ისევ უნდა იყვნენ გარეთ.  თავად ეს ხელისუფლება არის მკვლელი და მკვლელების ხელის დამფარებელი. მე დღეს აქედან ფეხს არ მოვიცვლი. აქ ვიქნები მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება ჩვენს ქვეყანაში. ჩემი მოთხოვნა არის, რომ ხელისუფლება გადადგეს”, – ასე მიმართა ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს:


აქცია 19.00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. აქციაზე მონაწილეობის მისაღებად თბილისში პანკისიდანაც ჩამოვიდნენ მოქალაქეები.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია. თბილისი, 10 სექტემბერი, 2018. ფოტო: დავით ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

აქციაზე იმყოფებიან “ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებიც.


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com