ახალი ამბები

მაია მიმინოშვილი, ლია გიგაური და სხვები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

10 სექტემბერი, 2018 • 7752
მაია მიმინოშვილი, ლია გიგაური და სხვები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური იმ პირთა შორის არიან, ვისი გათავისუფლების შესახებაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისსტემის შექმნა თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება” ,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშივლის თქმით, თანამდებობას ასევე ტოვებენ, მინისტრის მოადგილეები- თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროცესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი