ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ბრწყინვალეა

10 სექტემბერი, 2018 • 1720
ფაშინიანი: სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ბრწყინვალეა

“სომხეთის და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდა იგეგმება”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ქართველ კოლეგასთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფაშინიანი ამბობს, მხარეები ძალიან ამბიციურ ამოცანებს ისახავენ მიზნად.

“სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ბრწყინვალეა. მთავარი ამოცანა კი ეკონომიკური კომპონენტის, პოლიტიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების დონესთან შესაბამისობაში მოყვანაა”, – ამბობს ფაშინიანი.

ოფიციალური ინფომაციით, მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ტრანსპორტის, ეკონომიკის პოლიტიკის საკითხები.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბიციური პროგრამა წარმოადგინა: გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარამდე. ჩვენ სრულად ვუჭეთ მხარს მას.

ამ მიზნით უახლოეს დროში სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მხარეები  ეკონომიკური, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობების განვითარების საგზაო რუკას მოამზადებენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი