ახალი ამბები

წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში “საბას” ფინალისტების სია ცნობილია

10 სექტემბერი, 2018 • 2259
წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში “საბას” ფინალისტების სია ცნობილია

ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. 12 ფინალისტი 109 საკონკურსო წიგნიდან  გამოვლინდა.

ფინალისტთა სია “საუკეთესო ქართული თარგმანის” ნომინაციაში ასე გამოიყურება:

  1. ​მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის “ტრაგედიები: იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეტი” (გამომცემლობა “კენტავრი”)
  2. მაია ბადრიძე, ვ. გ. ზებალდის “ემიგრანტები” (გამომცემლობა “დიოგენე”)
  3. მედეა ზაალიშვილი, ანთოლოგია “თარგმანები” (გამომცემლობა “არტანუჯი”)
  4. დავით კაკაბაძე, იურეკ ბეკერის “მატყუარა იაკობი” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
  5. ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას “ქალაქი და ძაღლები” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
  6. ანა კორძაია-სამადაშვილი, ინგებორგ ბახმანის “მალინა” (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  7. ნანა ტონია, ევრიპიდეს “ტრაგედიები: მედეა, ჰიპოლიტოსი“ (გამომცემლობა “ლოგოსი”)
  8. ლელა ფიროსმანიშვილი, უილიამ ბეროუზის “შიშველი საუზმე” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  9. მერაბ ფიფია, მარგერიტ იურსენარის “ადრიანეს მოგონებები” (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  10. ია ქვაჩახია, ჯუმფა ლაჰირის “უცხო მიწა” (გამომცემლობა “პალიტრა L”)
  11. რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის “მოსკოვიადა” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  12. დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს “ფაუსტი-ll” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

დღეისათვის კონკურსის 10 ნომინაციიდან უკვე ცნობილია 6 ნომინაციის ფინალისტები. რაც შეეხება დანარჩენ 4 ნომინაციას, მათი გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

როგორც უკვე ცნობილია, პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში  გაიმართება.

დაჯილდოების ცერემონიის ნახვა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტში, თიბისის და „საბას“ფეისბუქის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება.

გაეცანით ფინალისტების სრულ სიას:

ლიტერატურული პრემია საბას ფინალისტების ვინაობა ცნობილია

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი