ახალი ამბები

სალუაშვილი და სხვა კანდიდატები, რომლებმაც 25 000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს

10 სექტემბერი, 2018 • 2386
სალუაშვილი და სხვა კანდიდატები, რომლებმაც 25 000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლის” ლიდერმა მიხეილ-გელა სალუაშვილმა 25 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და საპრეზიდენტო კანდიდატია.

ის ცესკომ რეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატების რეესტრში უკვე ასახა.

იმისათვის, რომ კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს, ცესკოში მინიმუმ 25 923 ადამიანის ხელმოწერა უნდა მოაგროვოს.

მიხეილ-გელა სალუაშვილი 2013 წლის არჩევნებში მონაწილეობდა და მაშინ ხმების 0.08 პროცენტი (1376 ხმა) მიიღო.

დღეის მდგომარეობით, სალუაშვილის გარდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე რეგისტრირებული კანდიდატები არიან:

  • გიორგი ლილუაშვილი „საქართველო”
  • ზვიად ბაღდავაძე „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო” (ტექნიკური კანდიდატი)
  • შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის “
  • ირაკლი გორგაძე “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”
  • გრიგოლ ვაშაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

კანდიდატებს ცესკოში ხელმოწერების წარსადგენად დრო 18 სექტემბრამდე აქვთ. პრეზიდენტობის მსურველი სულ 45 ადამიანია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი