ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: არც აურა და არც ჰავა, რაც არის პრეზიდენტის სასახლეში, მე არ მიხდება

10 სექტემბერი, 2018 • 19360
სალომე ზურაბიშვილი: არც აურა და არც ჰავა, რაც არის პრეზიდენტის სასახლეში, მე არ მიხდება

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში არ შევა.

“ვთვლი, რომ აურა, რაც არის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე, მე არ მიხდება, არც აურა და არც ჰავა. ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო უხდება ქვეყანას, ვიდრე ფსევდორაიხსტაგი მიშას მიერ მოფიქრებული”, – ამის შესახებ ზურაბიშვილმა “იმედის” საკვირაო გადაცემაში ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი თავისი რეზიდენციის მოწყობას ათონელის ქუჩაზე არსებულ პრეზიდენტის სასახლეში აპირებს, სადაც გადასვლაზე უარი განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გულისწყრომა დაიმსახურა.

სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მას “ქართული ოცნება” უცხადებს მხარდაჭერას. მმართველ პარტიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ჰყავს

მასალების გადაბეჭდვის წესი