ახალი ამბები

პიკესა და შაკირას სახლის გაქურდვის უკან შესაძლოა ქართველი “გოგიტა” იდგა – მედია

10 სექტემბერი, 2018 • 5269
პიკესა და შაკირას სახლის გაქურდვის უკან შესაძლოა ქართველი “გოგიტა” იდგა – მედია

ბარსელონაში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოდან, რომელიც შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულში ფეხბურთელ ჟერარ პიკესა და მომღერალ შაკირას სახლის ქურდობის უკან იდგას. ამის შესახებ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით  Esstrela Digital ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულია გოჩა მაისურაძე, რომელიც ბარსელონაში რამდენიმე კრიმინალურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ეს ჯგუფები ბინებს ქურდავდნენ და წილს მაისურაძეს უხდიდნენ.

ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც მაისურაძის დაკავება დაადასტურეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი