ახალი ამბები

CBS-ის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა

10 სექტემბერი, 2018 • 1612
CBS-ის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა

ამერიკული მედიაგიგანტის, CBS-ის დირექტორი ლესლი მუნვესი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ახალი ბრალდებების შემდეგ გადადგა.

“როიტერსის” ინფორმაციით, მუნვესის წასვლა CBS-მა ოფიციალური განცხადებით დადასტურა.

განცხადება გადადგომის შემდეგ მას შემდეგ გაკეთდა, რაც New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მუნვესი  სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ექვსმა ქალმა დაადანაშაულა. პირველი ბრალდებები CBS-ის დირექტორის მიმართ იმავე New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიმდინარე წლის ივლისში გაჩნდა.

68 წლის ლეს მუნვესი ბრალდებებს უარყოფს და შემაძრწუნებელს უწოდებს.

მიუხედავად ამისა, CBS-მა განაცხადა, რომ კომპანია და მუნვესი  20 მილიონ დოლარს გადარიცხავენ  #MeToo კამპანიის მხარდასაჭერად,  რომელიც ვაინშტაინის სკანდალის შემდეგ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ წამოიწყეს.

ლესლი მუნვესი ამერიკულ მედიაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი ხელმძღვანელი პირი იყო. ის CBS-ს 1995 წელს შეუერთდა, 2006 წლიდან კი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი