ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

10 სექტემბერი, 2018 • 1501
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შემთხვევა დღეს, 10 სექტემბერს მოხდა.

უწყების ცნობით, ნაპოვნი ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კი ნორმალურია. შსს ამბის სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი