ახალი ამბები

ფოტორეპორტაჟი საქართველო-ლატვიის მატჩიდან

10 სექტემბერი, 2018 • 3043
ფოტორეპორტაჟი საქართველო-ლატვიის მატჩიდან

დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვრიის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრა გამარჯვებით დაასრულდა. ანგარიში 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტმეტრიანით გახსნა.

საქართველო-ლატვია დინამო არენაზე 10.09.18 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

საქართველო-ლატვია დინამო არენაზე 10.09.18 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

საქართველო-ლატვია დინამო არენაზე 10.09.18 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

საქართველო-ლატვია დინამო არენაზე 10.09.18 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

თამაში დინამო არენაე გაიმართა. სტადიონი, რომელიც 54 000 გულშემატკივარს იდევს, თითქმის სრულად გაივსო.

გარდა იმისა, რომ ერთა ლიგის ეგიდით გამართული ეს შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, გულშემატკივართა ნაწილი თამაშზე ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშია მხარდასაჭერად მივიდა. გულშემატკივრები სტადიონზე სპეციალურად მომზადებული ბანერებითა და ცისარტყელას ფერებში სამკლაურით გეგმავდნენ მისვლას. თუმცა, პოლიციამ მათ ნაწილს სამკლაურების სტადიონზე შეტანის საშუალება არ მისცა.

საქართველო-ლატვია დინამო არენაზე 10.09.18 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

საქართველო-ლატვია დინამო არენაზე 10.09.18 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

საქართველოს ნაკრები ზეიმობს ოქრიაშვილის გატანილ გოლს
ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

საქართველო-ლატვია დინამო არენაზე 10.09.18 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

საქართველო-ლატვია დინამო არენაზე 10.09.18 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

გურაკმ კაშია საქართველო-ლატვიის მატჩის შემდეგ 10.09.18 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე აქცია დაანონსა ე.წ. ქართულმა მარშმა. ისინი კაშიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ და და აცხადებდნენ, რომ ადავის მისცემდნენ უფლებას ლგბტქი სიმბოლიკა სტადიონზე გამოჩენილიყო. როგორც შსს-ში გნანაცხადეს, ე.წ. ქართული მარშის ლიდერები გმაოკითხვაზე დაობარეს. მატჩმა კი მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

პოლიციამ თამაშის დროს სტადიონი დაატოვებინა ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც გაურკვეველ საგანს ცეცხლი წაუკიდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი