ახალი ამბები

დინამოზე გულშემატკივრების ნაწილი ლგბტ სამკლაურებით არ შეუშვეს

9 სექტემბერი, 2018 • 6938
დინამოზე გულშემატკივრების ნაწილი ლგბტ სამკლაურებით არ შეუშვეს

საქართველო-ლატვიის ნაკრების თამაშზე გულშემატკივრებს არ შეატანინეს დროშები და სამკლაურები ლგბტ ფერებში.

“ნეტგაზეთის” რეპორტიორი შეესწრო, როგორ უთხრა პოლიციამ გულშემატკივარს: “მხოლოდ საქართველოს დროშა, არანაირი ელგებეტე”.

პოლიციამ, ვისაც დაუნახა, ყველას ჩამოართვა ქვიარი ადამიანების მხარდამჭერი სიმბოლიკა.

სამკლაურის შეტანა სტდიონზე მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს, ვისაც დამალული ჰქონდა.

დინამოზე ათობით პოლიციელია მობილიზებული, სტადიონი თითქმის მთილანად შევსებულია. თამაში დაძაბულად მიმდინარეობს, თუმცა გულშემატკივრებში განსაკუთრებული დაძაბულობა არ იგრძნობა. გულშემატკივართა ნაწილი პერიოდულად სკანდირებს გურამ კაშიას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი