ახალი ამბები

“არ ვაპირებ ივანიშვილის ფარსში მონაწილეობას” – ბურჯანაძე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

9 სექტემბერი, 2018 • 1665
“არ ვაპირებ ივანიშვილის ფარსში მონაწილეობას” –  ბურჯანაძე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ბურჯანაძის თქმით, დღესდღეობით პრეზიდენტის ინსტიტუტს საქართველოში მხოლო სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა, შეზღუდული უფლებამოსილების მიუხედავადად, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდება:

“არ ვაპირებ ივანიშვილის ფარსში მონაწილეობის მიღბას და ამაში ჩემი თანამოაზრეების ჩართვას. მე ვიბრძოლებ რეალური ცვლილებებისთვის, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის დღეიდან და ხელისუფლებაში მოსვლისთვის, რათა შევცვალო ეს დამამცირებელი ოლიგარქული მმართველობა” – ამბობს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ხელისუფლება მოქმედი საარჩევნო სისტემით ვერ შეიცვლება და ის მხოლოდ დმეოკრატიული საარჩევნო სისტემით, ან ხალხის პროტესტით შეიძლება შეიცვალოს. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის მის თანამოაზრეებთან ერთად შეეცდება შექმნას ძალა, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ან შეცვალოს საარჩევნო სისტემა, ან მმართველი პოზიცია დაატოვებინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი