ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს იურისტი ძარცვის ბრალდებით არის დაკავებული

8 სექტემბერი, 2018 • 2571
თავდაცვის სამინისტროს იურისტი ძარცვის ბრალდებით არის დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი იურისტის დაკავების შესახებ. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით წარედგინა, რაც ძარცვას გულისხმობს.

სამინისტროს იურისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-მა დღეს, 8 სექტემბერს გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, ბრალდებულმა თბილისში სავალუტო ჯიხური რამდენიმე თვის წინ დააყაჩაღა. როგორც მედიასაშუალება აცხადებს, საქმეში დევს ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებაც, სადაც ის დეტალურად აღწერს ჩადენილ ქმედებას.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე რამდენიმე თვეა, რაც დაკავებულია. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ძარცვის ფაქტი 2018 წლის თებერვალში მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი