ახალი ამბები

მესაზღვრეებმა დააკავეს 5 პირი, რომლებიც თურქეთში არალეგალურად გადასვლას ცდილობდნენ

8 სექტემბერი, 2018 • 1555
მესაზღვრეებმა დააკავეს 5 პირი, რომლებიც თურქეთში არალეგალურად გადასვლას ცდილობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა აჭარაში, ჩირუხში, თურქეთის საზღვართან, ბანგლადეშის 4 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ”, – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი