ახალი ამბები

სამართალდამცავებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 243 ფაქტი გამოავლინეს

8 სექტემბერი, 2018 • 1406
სამართალდამცავებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 243 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სამართალდამცავებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 243 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 53 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, აჭარაში – 37, იმერეთში – 29, გურიაში – 8, რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთში – 14, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 32, მცხეთა-მთიანეთში – 5, შიდა ქართლში – 23, ქვემო ქართლში – 13, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 29 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 581 მ3-მდე ხე-ტყე.

უწყებისვე ცნობით, ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 49 ფაქტი დაფიქსირდა და  ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი