ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში სირიის, დამასკოში კი სამხრეთ ოსეთის საელჩოს გახსნას გეგმავენ

7 სექტემბერი, 2018 • 3108
ცხინვალში სირიის, დამასკოში კი სამხრეთ ოსეთის საელჩოს გახსნას გეგმავენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი მედოევი ოსურ სააგენტო რეს-თან საუბარში აცხადებს, რომ სირიასა და სამხრეთ ოსეთში კონსულტაციები იმართება საელჩოების გახსნაზე.

მედოევის თქმით, საუბარია დამასკოში სამხრეთ ოსეთის საელჩოს გახსნაზე, ცხინვალში კი სირიის საელჩოს გახსნას გეგმავენ .

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 29 მაისს გამოაცხადა.

სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი