ახალი ამბები

გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოქალაქეობას ლაზებს, ხალიბებსა და გურჯებს მივანიჭებ – ანდრიაძე

7 სექტემბერი, 2018 • 6240
გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოქალაქეობას ლაზებს, ხალიბებსა და გურჯებს მივანიჭებ – ანდრიაძე

გიორგი ანდრიაძის თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოქალაქეობას “თურქეთში მცხოვრებ ლაზებს, ხალიბებსა და გურჯებს” მიანიჭებს. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა.

ანდრიაძის თქმით, თურქეთის ზემოთ ჩამოთვლილი მოქალაქეები წარმატებული არიან და ისინი საქართველოს ეკონიკურ ვითარებას გააუმჯობესებენ. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სწორედ მოქალაქეობის საკითხი იქნება მისთვის პრიორიტეტული. ანდრიაძის განცხადებით, ასევე აპირებს, რომ მოქალრქოება “საეჭვო პიროვნებებს” ჩამოართვას.

“იმ უფლებამოსილებას, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, მაქსიმალურად გამოვიყენებ და საქართველოში მოქალაქეობას მივანიჭებ თურქეთში მცხოვრებ ჩვენს სისხლისმიერ ძმებს – ლაზებს, ხალიბებს, გურჯებს… ისინი ეკონიმიკურად წარმატებული პიროვნებები არიან და დაგვეხმარებიან ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. ეს იქნება ახალი სისხლი, ახალი სიცოცხლე, რომელთაც საქართველო ძალიან უყვართ და არა ის საეჭვო პიროვნებები, რომელთაც მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ. მათ ფეხებზე კიდიათ საქართველო და ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნის ღია მტრები არიან. მათ უნდა ჩამოერთვათ მოქალაქეობა…” – ამბობს ის.

გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუს) სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ანდრიაძე 2010 წლიდან მუშაობდა სანგუს სამეთვალყურეო საბჭოში. ამჟამად უნივერსიტეტს სამეთვალყურეო საბჭო აღარ აქვს. სხვადასხვა დროს მას უმუშავია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაში” და საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში.

ანდრიაძე: ჩემი გადაწყვეტილებით ეკლესია არ შემიწუხებია

მასალების გადაბეჭდვის წესი