ახალი ამბები

14 წლამდე გოგოზე სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს

7 სექტემბერი, 2018 • 2264
14 წლამდე გოგოზე სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს

პირს, რომელიც 14 წელს მიუღწეველ გოგოს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტუს შეტყობინებებს და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი  ქმედებას ეწეოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, რომელიც სასამართლომ გაიზიარა, მსჯავრდებული 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე 14 წელს მიუღწეველ გოგოს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე მის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედება.

პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცაებმა რ.მ. 2018 წლის 9 ივლისს თბილისსში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება 14 წელს მიუღწეველთან) და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება თექვსმეტ წელს მიუღწეველთან) წარედგინა.

თბილისის საქალაქო  სასამართლომ  რ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, 12 წლით  თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი