ახალი ამბები

ბოტკოველი ამბობს, რომ ანდრიაძის გადაწყვეტილება საპატრიარქოს არ უკავშირდება

7 სექტემბერი, 2018 • 3470
ბოტკოველი ამბობს, რომ ანდრიაძის გადაწყვეტილება საპატრიარქოს არ უკავშირდება

გიორგი ანდრიაძის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა რაიმე ფორმით საპატრიარქოს აღნიშნული გადაწყვეტილება, ბოტკოველმა უპასუხა: “არანაირად”.

გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუს) სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს.

ანდრიაძე 2010 წლიდან მუშაობდა სანგუს სამეთვალყურეო საბჭოში. ამჟამად უნივერსიტეტს სამეთვალყურეო საბჭო აღარ აქვს. სხვადასხვა დროს მას უმუშავია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაში” და საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში.

გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი