ახალი ამბები

გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

6 სექტემბერი, 2018 • 5914
გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუს) სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს.

ანდრიაძე 2010 წლიდან მუშაობდა სანგუს სამეთვალყურეო საბჭოში. ამჟამად უნივერსიტეტს სამეთვალყურეო საბჭო აღარ აქვს. სხვადასხვა დროს მას უმუშავია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაში” და საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში.

განახლებულ სიაში, რომელიც ცესკომ 6 სექტემბერს გამოაქვეყნა, 39 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის არიან დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან”, ენმ-ის გრიგოლ ვაშაძე, “გირჩის” ზურა ჯაფარიძე, ლეიბორისტების შალვა ნათელაშვილი, დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა, სალომე ზურაბიშვილი და სხვები.

ანდრიაძის კანდიდატურის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა ასეთია: ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე, თენგიზ თავდგირიძე, უმით ოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზ შევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე.

ბოტკოველი ამბობს, რომ ანდრიაძის გადაწყვეტილება საპატრიარქოს არ უკავშირდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი