ახალი ამბებიხელოვნება

Cranberries-ის ვოკალისტს თავი კი არ მოუკლავს, შემთხვევით დაიხრჩო — გამოძიება

6 სექტემბერი, 2018 • 2671
Cranberries-ის ვოკალისტს თავი კი არ მოუკლავს, შემთხვევით დაიხრჩო — გამოძიება

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირლანდიური როკ-ბენდის, The Cranberries-ის ვოკალისტის, დოლორეს ო’რიორდანის გარდაცვალების მიზეზი “უბედური შემთხვევა” იყო — იგი აბაზანაში დაიხრჩო.

ო’რიორდანი 2018 წლის 15 იანვარს ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი აქამდე უცნობი იყო, თუმცა მედიის ნაწილი წერდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სპეციალური გამომძიებლის (კორონერის) ცნობით, იგი შემთხვევით დაიხრჩო დათრობის შემდეგ.

კორონერის განმარტებით, ო’რიორდანს სხეულზე არ აღენიშნებოდა ტრავმები ან თვითდაზიანებები, თუმცა დიდი რაოდენით ალკოჰოლი ჰქონია მიღებული.

“არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისათვის, რომ ვიფიქროთ, ეს უბედური შემთხვევა არ იყო”,- განაცხადა მან.

მასალა მომზადებულია Associated Press-ისა და BBC-ის მასალებზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი