ყაზახეთი – საქართველო 0:2

ევროპის ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა.

პირველი გოლი ქართველთაგან გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა 69-ე წუთზე. ეს უეფას მიერ დაარსებული ახალი საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი გოლია.

მეორე გოლი ავტოგოლის შედეგად გავიდა. 74-ე წუთზე ისევ ჩაკვეტაძემ იაქტიურა და ყაზაიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. ქართველ ფორვარდს დარტყმა მეკარემ აუღო, თუმცა მოგერიებული ბურთი ყაზახთა მცველ მალის მოხვდა და კარში გავიდა.

მომდევნო მატჩს საქართველო თბილისში გამართავს ლატვიის წინააღმდეგ. ჯგუფში მეოთხე გუნდი ანდორაა.

ყაზახეთი – საქართველო

ასტანა, „ასტანა არენა“

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი, მუჟიკოვი, ისლამხანი, ჟუკოვი, შეტკინი, მურთაზაევი, შომკო (კ), ბეისებეკოვი

სათადარიგო შემადგენლობა: პლოტნიკოვი, ნეფოდოვი, მიროშნიჩენკო, ვოროგოვსკი, ნარზილდაევი, ტუნგიშბაევი, ტურისბეკი, სუიუმბაევი, სეიდახმეტი, ზაინუტდინოვი, აბიკენი, ლოგვინენკო

მთავარი მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა (კ), ყაზაიშვილი, ქვილითაია, მერებაშვილი, ჩაკვეტაძე, ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, ხოჭოლავა, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, კაჭარავა, აბურჯანია, ტაბიძე, პაპუნაშვილი, არაბიძე, გვილია, ჯიღაური

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com