რეგიონების საჯარო სკოლებს უკაბელო ინტერნეტი ექნებათ

საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვედ წარმართვისთვის, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, უკაბელო ინტერნეტს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ უფლებამოსილება მიენიჭება საჯარო სკოლებისთვის უკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურა შეისყიდოს.

აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.

მინისტრის თქმით, სააგენტოს მიერ პირველ ეტაპზე უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება 69 საჯარო სკოლა, რომელთა უმეტესობა რეგიონების, კერძოდ ახალციხის, სამტრედიის, ფოთის, მარტვილის, საჩხერის, ცაგერის, წყალტუბოს, თიანეთი, ადიგენი, ბოლნისი, ახმეტის, ყაზბეგის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ხარაგაულის, ოზურგეთის და ა.შ. სკოლებია.

ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობა სავარაუდოდ 1 740 000 ლარით განისაზღვრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი