ახალი ამბებიგართობა

თბილისში კონცერტისთვის ადრიანო ჩელენტანოს ორეული ჩამოჰყავთ

6 სექტემბერი, 2018 • 40573
თბილისში კონცერტისთვის ადრიანო ჩელენტანოს ორეული ჩამოჰყავთ

2019 წლის 3 მარტს თბილისში, ფილარმონიაში, ადრიანო ჩელენტანოს შოუ გაიმართება, თუმცა, ჩელენტანოს გარეშე. კონცერტის ჩასატარებლად საქართველოს დედაქალაქში იტალიელი მსახიობისა და მომღერლის ოფიციალური ორეული ადოლფო სებასტიანო ჩამოჰყავთ. ბილეთები უკვე იყიდება და მისი ღირებულება 25 ლარიდან იწყება.

ადრიანო ჩელენტანო 80 წელს არის მიღწეული. რაც შეეხება მის ორეულს, ის 59 წლის არის. ადოლფო სებასტიანოს ოფიციალური გვერდის მიხედვით, ჩელენტანომ წლების წინ აღმოაჩინა.

“დროის ნაკლებობის გამო ჩელენტანომ თავის ორეულზე დაიწყო ფიქრი. ამგვარად, 2002 წელს მან თავის ოფიციალურ ორეულთან, ადოლფო სებასტიანთან ერთად დაიწყო საქმიანობა. ის (ორეული) ძალიან ჰგავდა ჩელენტანოს. მისი გარეგნობა, აღნაგობა და ხმა იყო იგივე. ასევე, ადოლფოს მუსიკალურმა ნიჭმა მას მისცა საშუალება, ჩამოეყალიბებინა საკუთარი ბენდი “Adriano Celentano Tribute”. ის დღემდე ძალიან პოპულარულია”, – აღნიშნულია ადრიანო სებასტიანოს ოფიციალურ გვერდზე.

სებასტიანო და ჩელენტანო შეთანხმებულად მართავენ ჩელენტანოს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში და ერთობლივი ბიზნესი აქვთ.

ნახეთ ადოლფო სებასტიანოს მიერ შესრულებული სიმღერა:

მასალების გადაბეჭდვის წესი