ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომეხი ძიუდოისტები ბაქოში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

6 სექტემბერი, 2018 • 1712
სომეხი ძიუდოისტები ბაქოში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

სომხეთის ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა უარი თქვა აზერბაიჯანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის მიზეზით. თუმცა აზერბაიჯანის სპორტის სამინისტრო ირწმუნება, რომ სომეხ სპორტსმენებს საგარანტიო წერილი გაუგზავნა

“წინა წლებში აზერბაიჯანსა და სომხეთში განსაკუთრებული ფორმატი ჩამოყალიბდა ორი ქვეყნის სპორტსმენების უსფრთხოების უზრუნველსაყოფად. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, წესების შესაბამისად, სომხეთის სპორტსმენებს საგარანტიო წერილი გაუგზავნა”, – ნათქვამია ბაქოს ოფიციალურ განცხადებაში.

ძიუდო-2018-ის მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში 20-27 სექტემბერს გაიმართება.

2015 წელს სპორტსმენებმა სომხეთიდან მონაწილეობა მიიღეს ბაქოში გამართულ ევროპულ თამაშებზე.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი