ახალი ამბებიგართობა

რას ვნახავთ კაპიტან მარველის სოლო ფილმში – პირველი ოფიციალური ფოტოები და ინფორმაცია

6 სექტემბერი, 2018 • 4020
რას ვნახავთ კაპიტან მარველის სოლო ფილმში – პირველი ოფიციალური ფოტოები და ინფორმაცია

Marvel-მა ქალი სუპერგმირის, კაპიტან მარველის პირველი ფოტოები გაასაჯაროა. Marvel-ის კინოსამყაროში პირველი ქალი სუპერგმირის სოლო ფილმის კადრები Entertainment-მა გამოაქვეყნა. ვრცელი სტატია კეროლ დენვერსის სოლო ფილმის შესახებ ამერიკული გამოცემის შემდეგ ნომერში დაიბეჭდება, მანამდე კი ჟურნალი ავრცელებს Marvel-ის კინოსამყაროში ახალი სუპერგმირის შესახებ მცირე ინფორმაციას:

კაპიტან მარველის სოლო ფილმი არამხოლოდ იმის გამო იქნება პირველი, რომ მთავარ როლში ქალი პერსონაჟს ვიხილავთ, ის Marvel-ის კინოსამყაროშიო ყველაზე ძლიერი სუპერგმირია.

როგორც ირკვევა, Marvel კეროლ დენვერსის კომიქსებისეულ ისტორიას არ იყენებს და კაპიტან მარველს სუპერძალები ფილმის დასაწყისშივე ექნება:

“მან უკან მოიტოვა წარსული, რათა კრიების პლანეტა ჰალაზე შეერთებოდა ელიტარულ სამხედრო დანაყოფს, სთარფორსს (Starforce) ,” – წერს გამოცემა.

ფილმში ჯუდ ლოუსაც ვიხილავთ, რომელიც სთარფორსის მეთაური იქენება:

“ამ არაორდინალურ სუპერძალებს, რომელიც მას აქვს [კეროლ დენვერსს], ის [ჯუდ ლოს პერსონაჟი] წყალობად ხედავს, რომლის კონტროლიც კეროლმა უნდა ისწავლოს” ,- ამბობს ჯუდ ლოუ საკუთარ პერსონაჟზე საუბრისას.

ფილმი მაყურებელს მარველის კომიქსების ყველაზე ცნობად ვილანებს, სქრულებს (Skrulls) გააცნობს. მათი ლიდერის, თალოსის როლს ბენ მენდელსონი შეასრულებს.

მარველის კომიქსების მკითხველებმა კარგად იციან სქრულების საშიშროება, რომ მათი უნარია შეიცვალონ ფორმა. როგორც ფოტოზე ჩანს, მენდელსონის პერსონაჟს დედამიწაზე ადამიანის სახე აქვს მიღებული და ყალბი იდენტობით შილდში ( S.H.I.E.L.D.) მუშაობს.

კრის რასის ხალხი მარველის კინოსამყაროში ადრეც გამოჩენილან. კაპიტან მარველის სოლო ფილმში რონანი დაბრუნდება. გალაქტიკის მცველებს შორის რონანი ექსტრემისტული შეხედულებებით გამოირჩეოდა, რომელიც მისი საზოგადოებიდან გააძევეს. ამ ფილმში ის კრის საზოგადოების მაღალი ფენის წევრია.

ფილმის სიუჟეტი 90-იანებში ვითარდება. შესაბამისად, ფილმშიც ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ტენდენციები იქნება შენარჩუნებული. როგორც ფოტოზე ჩანს, კეროლ დენვერს 90-იანებში პოპულარული როკ ჯგუფის, Nine Inch Nails-ის მაისური აცვია.

ფილმში ასევე ვიხილავთ სამუელ ელ ჯექსონის ნიკ ფიურის, სანამ შილდის დირექტორი გახდებოდა. სავარაუდოდ, კაპიტან მარველი იქნება ის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დაკარგა მარველის პოპულარულმა პერსონაჟმა თვალი.

სანამ კაპიტანი მარველი გახდებოდა, კეროლ დენვერსი სამხედრო პილოტი იყო.

კაპიტან მარველში კეროლის მეგობარს, მარია რემბოსაც გავიცნობთ, რომელიც კეროოლის მსგავსად სამხედრო პილოტია. Entertainment წერს, რომ ის მარტოხელა დედაა, რაც პოტენციურად მარველის კინოსამყაროში ახალი სუპერგმირის გამოჩენას უნდა ნიშნავდეს. Marvel-ის კომიქსებში მარია რემბოს შვილი მონიკა არის სპექტრის სახელით ცნობილი სუპერგმირი.

კაპიტან მარველის სოლო ფილმის პრემიერა 2019 წლის 8 მარტს შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი