ახალი ამბები

წერეთელზე საქართველოს ბანკის გაქურდვა კიდევ ერთხელ სცადეს

6 სექტემბერი, 2018 • 1783
წერეთელზე საქართველოს ბანკის გაქურდვა კიდევ ერთხელ სცადეს

6 სექტემბრის დილას 51 წლის კაცმა საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღება სცადა წერეთლის გამზირზე.

პოლიცია აცხადებს, რომ ადგილზე დააკავეს ბრალდებული. მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ცნობით, მან ბანკში კარის დაზიანებით შეაღწია, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან ფული ამოიღო და გაქცევის მომენტში დააკავა პოლიციამ.

თბილისში საქართველოს ბანკების სხვადასხვა ფილიალის გაქურდვა და დაყაჩაღება არაერთხელ უცდიათ. გასულ მაისს, მაგალითად, სამ ადამიანს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს გასულ წელს ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების გამო. 2016 წელს კი დედაქალაქში, ყველაზე ცოტა, 8-ჯერ დააყაჩაღეს სხვადასხვა ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი