ახალი ამბები

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

5 სექტემბერი, 2018 • 1418
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

ატენის ხეობაში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, 8 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.

ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. ადგილზე ასევე იმყოფებიან სახანძრო – სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, შიდა ქართლის გუბერნატორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.

ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზების პროცესს რთული რელიეფი ართულებდა, რის გამოც პროცესში ტყის სახანძრო სპეცმანქანები იყვნენ ჩართულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი