ახალი ამბები

კარანტინი დუბაი–ნიუ-იორკის რეისზე – ხალხს თვითმფრინავიდან არ უშვებენ

5 სექტემბერი, 2018 • 10439
კარანტინი დუბაი–ნიუ-იორკის რეისზე – ხალხს თვითმფრინავიდან არ უშვებენ

უკვე ერთ საათზე მეტია, რაც ავიაკომპანია “ემირატების” სამზგავრო თვითმფრინავიდან მგზავრებს ნიუ-იორკის აეროპორტში გასვლის უფლებას არ აძლევენ.

სამგზავრო თვითმფრინავი რეისის ნორმით 203 კენედის აეროპორტში ადგილობრივი დროით 5 სექტემბრის დილის 9:20 საათზე ჩაფრინდა. ბორტზე 500-მდე ადამიანი იმყოფება, რომელთა ნაწილს აღენიშნება ხველება და სხეულის ტემპერატურა 38 გრადუს ცელსიუსამდე. აღნიშნულის გამო თვითმფრინავს აეროპორტში დახვდნენ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანამშრომლები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და სამართალდამცავები.

ავიაკომპანიამ ტვიტერზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბორტზე ცუდად გახდა 10 ადამიანი. ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას 100 ადამიანის ავადმყოფობის შესახებ. “ემირატების” ცნობით, სპეციალისტები სიტუაციას სწავლობენ და მგზავრებს მალე მისცემენ თვითმფრინავის დატოვების საშუალებას.

“ფოქს ნიუსის” ცნობით, ნიუ-იორკის მერის პრესსპიკერმა ერიკ ფილიპსმა თქვა, რომ თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან ნიუ-იორკისკენ გაფრინდა, გზად მექაში გაჩერდა, სადაც ამჟამად გრიპის ეპიდემია მძვინავრებს.

ერთ-ერთმა მგზავრმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ სპეციალისტებმა ყველა მგზავრს მოსთხოვეს სპეციალური ანკეტის შევსება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ნიუ-იორკის პოლიციის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი ჩართულნი არიან ინციდენტის შესწავლის პროცესში, რაც პირველადი მონაცემებით, სამედიცინო შემთხვევაა.

რამდენიმესაათიანი კარანტინი ნიუ-იორკის აეროპორტში მშვიდობით დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი