ახალი ამბები

ხანძარი ატენში – ცეცხლის ქრობას რელიეფი ართულებს

5 სექტემბერი, 2018 • 1589
ხანძარი ატენში – ცეცხლის ქრობას რელიეფი ართულებს

ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლის ორი კერა არსებობს.

წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად 8 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი. უწყების ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკაა  მობილიზებული. თუმცა ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო პროცესში დამატებითი ძალები ერთვებიან.

სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ტყის სახანძრო სპეცმანქანები ჩაერთვება, ასევე რამდენიმე წუთში ადგილზე იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი.  საგანგებო  ხანძრის დროულად აღსაკვეთად სიტუაციების მართვის სამსახური გეგმავს ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი