ახალი ამბები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული ცნობილია

5 სექტემბერი, 2018 • 5062
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის სია ცნობილია. შორთლისტში ონლაინ ენციკლოპედიის, ვიკიპედიის კონტრიბუტორი მასწავლებელი, ჯაბა ლაბაძეც მოხვდა, რომელიც სურამის მე-2 სკოლაში ასწავლის. მისი საქმიანობის შესახებ “ნეტგაზეთმა” ვრცელი სტატია გმაოაქვეყნა.

5 საუკეთესო მასწავლებლის სია დღეს, 5 სექტემბერს გასაჯაროვდა და ასე გამოიყურება:

  1. ელისო აბრამიშვილი – საჩხერის მე-2 სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
  2. ჯაბა ლაბაზე – ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
  3. ლელა კოტორაშვილი – წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  4. დაჩი ნანობაშვილი – თბილისის ქართულ-ამერიკული განათლების ცენტრის სკოლა “ჰამილტონის” მათემატიკის მასწავლებელი;
  5. მანანა კაპეტივაძე –  ქალაქ ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მთლიანობაში 700-ზე მეტმა  პედაგოგმა გააკეთა განაცხადი, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ ათი საუკეთესო პედაგოგი შეირჩევა, მესამეზე კი, მხოლოდ 5 ფინალისტი.

გამარჯვებული, რომელიც 5 ოქტომბერს უნდა გამოვლინდეს, პრიზად 10 ათას ლარს მიიღებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. გამარჯვებული პედაგოგი მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით, ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით.

გირჩევთ:

პედაგოგი, რომლის წყალობითაც სურამი ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია

მასალების გადაბეჭდვის წესი