ახალი ამბები

მთაწმინდაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სასტუმროს მშენებლობა არ განახლებულა – მერია

5 სექტემბერი, 2018 • 1863
მთაწმინდაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სასტუმროს მშენებლობა არ განახლებულა – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სასტუმროს მშენებლობა არ განახლებულა. მერიაში აცხადებენ, რომ სასტუმროს მშენებელი კომპანია 3 სექტემბრიდან გამაგრებითი სამუშაოებს აწარმოებს.

“პერიმეტრის გასამაგრებლად კედელი კეთდება,” – ამბობენ მერიაში. უწყების ცნობითვე, ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს და სასტუმროს მშენებლობა მხოლოდ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განახლდება.

31 მაისს თბილისში, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, კლდე  ჩამოიშალა. ადგილზე სასტუმრო შენდებოდა, რის გამოც კლდის ნაწილი მოჭრეს. იმავე დღეს თბილისის მერიამ მშენებლობა შეაჩერა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი