ახალი ამბები

სარფის საბაჟოზე 1 კგ კონტრაბანდული ოქრო ამოვიღეთ – საგამოძიებო სამსახური

5 სექტემბერი, 2018 • 1963
სარფის საბაჟოზე 1 კგ კონტრაბანდული ოქრო ამოვიღეთ  – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სარფის საბაჟო პუნქტზე ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები “სარფის” გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 1 024 გრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო  საბაჟო ღირებულება 57 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის  მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი