ახალი ამბები

იაპონიაში ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა

5 სექტემბერი, 2018 • 1242
იაპონიაში ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში ტაიფუნს მსხვერლი მოჰყვა, სულ მცირე, 300 ადამიანი კი დაშავდა. BBC წერს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბის ტაიფუნი ქვეყანაში არ ყოფილა. ტაიფუნის გამო მატარებლებისა და გემების მოძრაობა შეჩრებულია.

ტაიფუნი იაპონიაში/ფოტო: EPA-EFE/BUDDHIKA WEERASINGHE

ქალაქ ოსაკაში ყველა ფრენა გაუქმდა, ხოლო ქალაქის საერთაშორსო აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. BBC-ის ინფორმაციით, მილიონობით ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ტაიფუნის გამო დახურულია სკოლები. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ქალაქები- კოიტო და ოსაკა.

ტაიფუნი იაპონიაში/ფოტო: EPA-EFE/JIJI PRESS

მასალების გადაბეჭდვის წესი