ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა სირიაში ჩავიდა

4 სექტემბერი, 2018 • 3079
ხაჯიმბა სირიაში ჩავიდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოფიციალური ვიზიტით სირიის არაბულ რესპუბლიკაში ჩავიდა.

ხაჯიმბას პრეს-მდივნის ცნობით, აეროპორტში მას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალი დახვდა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ვიზიტის დროს რაულ ხაჯიმბა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდება და მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.


სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 29 მაისს გამოაცხადა.

სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი