ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა მესაზღვრეებმა პოლონელი ტურისტები დააკავეს

4 სექტემბერი, 2018 • 2036
რუსმა მესაზღვრეებმა პოლონელი ტურისტები დააკავეს

“სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ორი პოლონელი ტურისტი დააკავეს”, –  ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო “რესი” წერს.

გამოცემის ცნობითვე, ქუთაისში ვარშავიდან ჩამოსული ტურისტები ყელის ტბის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ოსური მხარის ინფორმაციით, ჯარიმის გადახდის შემდეგ ისინი “საქართველოში გააძევეს”.

აღნიშნული ბრალდებით საქართველოს მოქალაქეებს რუსი სამხედროები პერიოდულად აკავებენ. როგორც წესი, მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ათავისუფლებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ყველაზე მეტი ადამიანი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2015 წელს დააკავეს, 163 პირი კი– გაიტაცეს. იმავე წყაროს ინფრომაციით, წელს, 8 აგვისტოს მონაცემებით, დაკავებული და გატაცებულია 66 ადამიანი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი