ახალი ამბები

საზმაუს შეთავაზება ახალ კონტრაქტებზე დაუსაბუთებელია — კოალიცია მედიისთვის

3 სექტემბერი, 2018 • 1835
საზმაუს შეთავაზება ახალ კონტრაქტებზე დაუსაბუთებელია — კოალიცია მედიისთვის

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის კრიტიკულად ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის ინიციატივას, ათობით თანამშრომელს შეუცვალოს ხელშეკრულების პირობები. კოალიციაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ადმინისტრაციას სთხოვენ კითხვებზე პასუხის გაცემას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ახალი ხელშეკრულება, რომელიც ყველაზე ცოტა 70 ადამიანს შესთავაზეს, მათ არ აძლევს  სრული დატვირთვით მუშაობის გაგრძელების გარანტიას.

კოალიცია, რომელიც ახალგაზრდა იურისტებს, ეთიკის ქარტიას, ღია საზოგადოება – საქართველოს და სხვა ორგანიზაციებს აერთიანებს, მაუწყებლის ადმინისტრაციას ეკითხება:

  • კონკრეტულად ვინ და რა უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო ხელშეკრულების შეცვლის გადაწყვეტილება?
  • როგორ შეარჩიეს თანამშრომლები, ვისაც ხელშეკრულებას უცვლიან?
  • “რატომ უნდა გადავიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმზე ახლა და რატომ მხოლოდ ზოგიერთ პოზიციებზე დასაქმებულ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში”?
  • თუ ასეთ რეჟიმზე აპირებდნენ გადასვლას, რატომ აიყვანეს ათეულობით ახალი თანამშრომელი გასულ სეზონებზე?

დეტალური ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები “გათავისუფლების ზღვარზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი