ახალი ამბები

აშშ-ის ღია პირველობაზე ბასილაშვილმა $266 000 გამოიმუშავა

3 სექტემბერი, 2018 • 2995
აშშ-ის ღია პირველობაზე ბასილაშვილმა $266 000 გამოიმუშავა

ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის მეოთხე რაუნდში ასპარეზობისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი 266 000 აშშ დოლარს მიიღებს.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი რაფაელ ნადალის დამარცხების შემთხვევაში 475,000 აშშ დოლარს მიიღებდა, თუმცა ესპანელ სპორტსმენთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ბასილაშვილი  ნადალთან დაძაბულ შეხვედრაში  ანგარიშით – 6:3, 6:3, 6:7, 6:4 დამარცხდა. ამერიკის ღია პირველობის მეოთხე წრის მატჩი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ლეგენდარულმა ესპანელმა სპორტსმენმა მატჩის შემდეგ ინტერვიუში ნიკოლოზ ბასილაშვილი შეაქო. რაფამ აღნიშნა, რომ ქართველ ჩოგბურთელს ძალიან ძლიერი ჩაწოდება და დარტყმა აქვს.

აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული 3 800,000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი