ახალი ამბები

ავტობანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

3 სექტემბერი, 2018 • 4695
ავტობანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

გორთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამობრუნდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინაროებს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი