ახალი ამბები

ერდოღანის თქმით, საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის მონოპოლია უნდა დასრულდეს

2 სექტემბერი, 2018 • 2685
ერდოღანის თქმით, საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის მონოპოლია უნდა დასრულდეს

თურქეთის პრეზდიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დოლარის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ სავაჭრო ტრანზაქციებსა და ინვესტიციებში აშშ დოლარის მონოპოლია უნდა დასრულდეს. “ჩვენ დოლარი ეროვნული ვალუტით უნდა ჩავანაცვლოთ,” – აცხადებს ერდოღანი.

aljazeera – ს ინფორმაციით, ყირგიზეთში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ერდოღონმა თქვა, რომ ორმხრივ ვაჭრობაში დოლარზე უარის თქმის საკითხზე, რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ორივე ქვეყანას ამერიკისგან სანქციები აქვთ დაწესებული. 2018 წლის დასაწყისიდან თურქული ლირა უფასურდება. თურქეთის ეროვნული ვალუტის დევალვაციის პიკი გასული თვე აღმოჩნდა, როცა ლირა აშშ დოლართან დაახლოებით 40% – ით გაუფასურდა. ლირის ამგვარმა გაუფასურებამ თურქეთის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ერდოღანი თქმით, ამერიკული დოლარის გამოყენებას მხოლოდ ზიანი მოაქვს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავება თურქეთში ამერიკელი პასტორის დაკავებას მოჰყვა. ამის პასუხად აშშ – მ თურქულ ფოლასა და ალუმინზე ახალი ტარიფები დააწესა.

ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში თითქმის 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, 2016 წელს, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. 2018 წლის ივლისში ის გაათავისუფლეს, თუმცა შინაპატიმრობაში დატოვეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ლირის მსგავსად, რუსული რუბლიც უფასურდება. რუსეთის ფედერაციის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აშშ – ს მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი