დღეს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ყურება გულშემატკივრებს tennis channel – სა და ევროსპორტზე შეუძლიათ.
ბასილაშვილმა არგენტინელი ჩოგბურთელი გვიდო პელა 31 აგვოსტოს 4 სეტში დაამარცხა და US Open – ის მერვედფინალში გავიდა.
ესპანელი რაფაელ ნადალი მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელია. მისი საჩოგბურთო კარიერა 2001 წლიდან დაიწყო. 2008 წელს ჩინეთში ჩატარებულ ოლიმპიადაზე რაფაელ ნადალმა ოქროს მედალი მოიგო. მომდევნო წელს კი Australian Open – ის ჩემპიონი გახდა. მას US Open სამჯერ აქვს მოგებული.