ახალი ამბები

ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2 სექტემბერი, 2018 • 1513
ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს. შსს – ს ინფორმაციით, პოლიციამ ნივთმტკიცებად დანაშაულის დაფარვის მიზნით ავტომანქანიდან გადაგდებული, 23 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ჰეროინს, მორფინის მარილს და კოდეინის მარილს შეიცავს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. შსს – ს ცნობით, დაკავებულს 5-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი