ახალი ამბები

დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

1 სექტემბერი, 2018 • 2069
დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

დღეს, 1 სექტებერს, ყოფილი ცოლისა და სიმამრის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ყოფილი ცოლი, დეა გოშხეთელიანი ავრცელებს.

“როდესაც მეუღლეს სცემ 2 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასევე სცემ მეუღლის მამას – ამ დამამძიბელი გარემოების გათვალისწინებით ვფიქრობ 1 წელი და 9 თვე ძალიან მცირე სასჯელია.

მე ასევე იმედი მაქვს,რომ ჩემი ყოფილი მეუღლე,მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე”,  – წერს ის.

როგორც დეა გოშხეთელიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, ცნობა ყოფილი ქმრის მიმარ გამოტანილი განაჩენის შესახებ პროკურატურიდან მიაწოდეს და ამ ეტაპზე, დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, ბაკურაძე სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულში, ორივე მუხლით ცნო დამნაშავედ, რომლებიც თავდაპირველად ჰქონდა წარდგენილი.

დეა გოშხეთელიანი, რომლის ყოფილი ცოლსა და სიმამრზე ძალადობისთვის დააპატიმრეს.

მანამდე, მიმდინარე წლის იანვარში, გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – 126-ე, ძალადობის მუხლით და 126-ე პრიმა, ოჯახში ძალადობის მუხლით, რომელიც მისივე ოჯახის წევრი არასრულწლოვნის თანდასწრებითაა ჩადენილი.

ბაკურაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ოქტომბერში ეწურებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი