ახალი ამბები

პროკურორების ატესტაცია იწყება

31 აგვისტო, 2018 • 1944
პროკურორების ატესტაცია იწყება

მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ცვლილებები მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს შეეხება. პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებს ატესტაცია ჩაუტარდებათ.

“პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს და მათ მოადგილეებს,  ასევე, მთავარი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და  მოადგილეებს,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის დასრულებამდე მაღალჩინოსნებს დანამატებსა და პრემიებს არ მისცემენ. უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას  ეფექტური მმართველობის სისტემის შექმნით ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი